LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნურც მე და ნურც მას ნუ დაგვძრახავთ, ჩვენო საერთო მეგობრებო” – გიგი უგულავა ცოლს დაშორდა

127

გიგი უგულავა და ლელა კილაძე ერთმანეთს შორდებიან, ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის ყოფილი მერის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსდა.

„მე არ მჩვევია და არც მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბულვარული და ყვითელი მითქმა- მოთქმა.

მოკლედ, მე და ლელამ 6 წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, გაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთახმებით მივიღეთ.

ასე რომ, ნურც მე და ნურც მას ნუ დაგვძრახავთ, ჩვენო საერთო მეგობრებო! ჩვენ, ჩვენი ბავშვების გარდა, საერთო შვილი ალექსანდრე გვყავს, რომელზე ზრუნვა გაგვაერთიანებს,“ – წერს უგულავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები