LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუტრიმაქსის“ საწარმოს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

400

ქართული კომპანია „ნუტრიმაქსის“  კვების ევროპული დონის, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური საწარმოს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები უკვე შესრულებულია და საწარმოში მანქანა-დანადგარების დამონტაჟების პროცესი მიმდინარეობს.  მათივე ინფორმაციით, საწარმო, რომელიც თბილისში, ფონიჭალის ზემო დასახლებაში შენდება, ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის სექტემბერში შევა.

”ნუტრიმაქსი” ჯამში 4 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. ახალი საწარმოს წლიური წარმადობა კი დაახლოებით 50 ათასი ტონა საკვები იქნება.

”ქარხნის პროექტი ჰოლანდიურმა კომპანიამ FEEDTECH-მა შეასრულა, რომელსაც „ნუტრიმაქსი“-ს პარტნიორ ჰოლანდიურ კომპანია Trouw Nutrition-თან ერთად, განხორციელებული აქვს უამრავი მსგავსი პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. პროექტი ხორციელდება სწორედ Trouw Nutrition-ის აქტიური ჩართულობით და კონსულტაციებით”, – განაცხადეს ”ნუტრიმაქსში”.

კომპანია „ნუტრიმაქსი“ (ყოფილი „აგრო თრეიდინგ ჯორჯია“)  ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან საქმიანობს და მისი დანიშნულება საშუალო და მცირე ზომის ფერმერების ცხოველთა და ფრინველთა საკვებით, საკვები დანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით უზრუნველყოფაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები