LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოაზისი უდაბნოში: ივ სენ-ლორანის ვილა და მაჟორელის ბაღი

1083
loren

მანჟორელის ულამაზესი ბაღი და არაჩვეულებრივი ვილა „ოაზისი“ ექვსი მეოცნებეს – ფრანგი აღმოსავლეთმცოდნისა და მცენარეთა კოლექციონერის ჟაკ მაჟორელის, ლეგენდარული ფრანგი დიზაინერის ივ სენ-ლორანის და მისი პარტნიორის პიერ ბერჟეს, ფრანგი დეკორატორის ჟაკ გრანჟეს, ბოჰემური არქიტექტორის ბილ უილისის და  ლანდშაფტის დეკორატორის მედისონ კოქსის ახდენილი ოცნება და რეალობად ქცეული ზღაპარია.

მიწის ნაკვეთი მარაკეშში ჟაკ მაჟორელმა შეიძინა 1923 წელს და მთელი შვიდი წელი შეალია ჯერ სახლის მშენებლობას, მერე ულამაზესი ბაღის ეგზოტიკური მცენარეების გაფორმებას, რომელთა ნაწილი მოგზაურობისას შეაგროვა, ნაწილი კი, მაროკოში მოიძია.

მართალია, მაჟორელიმ სახელი ჩრდილოეთ აფრიკის რეალისტური პეიზაჟების ხატვით გაითქვა, მაგრამ არც არ-ნუვოს სტილი იყო მითვის უცხო, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ „ოაზისის“ რამდენიმე კარი და კონსოლი საკუთარი ხელით მოხატა, ბაღი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის კი, ოფიციალურად 1947 წელს გახსნა.

1980 წელს ვილა ივ სენ-ლორანმა შეიძინა პარტნიორთან ერთად და წარმატებით გააგრძელა წინამორბედის ტრადიცია. სხვათაშორის, 2018 წელს მაჟორელიმ 850 000 დამთვალიერებელს უმასპინძლა და ორ ნაწილად გაყოფილი „ოაზისის“ საჯარო ნაწილის მონახულება შესთავაზა, პრივატული კი, ისევ საიდუმლოდ შეინახა.

სენ-ლორანი წლების მანძილზე თანამშრომლობდა ცნობილ არქიტექტორთან ბილ უილისთან, რომელმაც დიზაინერის სახელოსნოს და ბერბერული მუზეუმის შექმნაზე იზრუნა, მასვე ეკუთვნის მანჟორელის ტერიტორიაზე კაფეს, წიგნისა და სუვენირების მაღაზიის გახსნის იდეა, რომელიც ფართო ასორტიმენტის წყალობით არავის დატოვებს გულგრილს. ლანდშაფტის დიზაინერმა მედისონ კოქსმა არა მხოლოდ აღადგინა პავილიონები და ბალუსტრადები, არამედ ახალი ბილიკები და მინიატურული მოედნებიც მოაწყო, ბალახი კი, წითელი ხრეშით ჩაანაცვლა.

სენ-ლორანისა და ბერჟეს წყვილი ხშირად აწყობდა წვეულებას მეგობრებისთვის და ძალიან ამაყობდა ჯაკ გრანჟეს, თეთრი და მწვანე ფილებით გაწყობილი პავილიონით, რომელიც დღესაც „ოაზისის“ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება. ზამთარში სტუმრები ჯერ მავრიტანულ ბიბლიოთეკაში თავმოყრილი რომანებით ტკბებოდნენ, მერე უზარმაზარ ლურჯ სასტუმრო ოთახში ვახშმობდნენ.

აღსანიშნავია, რომ „ოაზისის“ მეორე სართული, რომელსაც სენ-ლორანმა Minzah დაარქვა, მისივე პროექტით გაკეთდა, მე-19 საუკუნის ბამბუკის მაგიდა, ცნობილი არქიტექტორისა და დიზაინერის ადოლფ ლოსას სავარძლები, Bonacina-ს ბრენდის მოწნული სკამები და ისამუ ნოგუჩის დიზაინით შექმნილი სანათები კი, საჩუქრად მიიღო.

ივ სენ-ლორანის გარდაცვალების შემდეგ, „ოაზისის“ ერთპიროვნული მფლობელი პიერ ბრეჟე გახდა, რომელიც ყოველთვის სიამოვნებით მასპინძლობდა მედისონ კოქსს. დღეს ვილა მუზეუმის ფუნქციას ასრულებს და ყოვლისმნახველ მოგზაურებს დახვეწილი გემოვნებითა და ელეგანტურობით აოცებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g