ობამებისთვის შვებულება დასრულდა. 2 კვირიანი შესვენების შემდეგ ისინი ისევ ვაშინგტონში არიან და იმ სახლს აწყობენ, სადაც თეთრი სხლის მერე უნდა იცხოვრონ. მათი სახლი კალორამას რაიონში მდებარეობს. ობამების მეზობლები არიან ყოფილი კონგრესმენები, ასევე ივანკა ტრამპი. სახლში, რომელიც 1928 წელს არის აშენებული, არის 9 საძინებელი, მისაღები ოთახი და სამზარეულო, ასევე მედიაცენტრი. მედიამ უკვე დააფიქსირა ობამების ახალ სახლში ავეჯის მიტანის პროცესი.