LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორია ტრამპის წაქეზებულ ძალადობას დაიმახსოვრებს, როგორც ჩვენი ერის დიდი სირცხვილისა და სახელის გატეხვის მომენტს: ობამა

89
ბარაქ ობამა

ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებში აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დონალდ ტრამპი დაადანაშაულა.  მან კაპიტოლიუმში მომხდარი ძალადობა დაგმო და აღნიშნა, ქვეყნისთვის ეს დიდი სირცხვილია.

„ისტორია კაპიტოლიუმში მომხდარ ძალადობას, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანონიერი არჩევნების შედეგებზე უსაფუძვლო ტყუილებით აქეზებდა, სამართლიანად დაიმახსოვრებს, როგორც ჩვენი ერის დიდი სირცხვილისა და სახელის გატეხვის მომენტს”, – აღნიშნა ამერიკის რიგით 44-ე პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ.

მისი ფსიქიკური მდგომარეობა საყურადღებოა: აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა ტრამპის გადაყენებას ითხოვს

კომიტეტის დემოკრატი წევრები ამბობენ, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში სოციალურ დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. 

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცების მიზნით კანონმდებლები იყვნენ შეკრებილი.

შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. კონგრესში შეჭრისას და არეულობისას 4 ადამიანი დაიღუპა. ვაშინგტონის მერმა დედაქალაქში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.  მურიელ ბოუზერის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა 20 იანვრიდან, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ მოიხსნება.

კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები