LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ოჩოს ქოხი” გამოირჩევა იმით, რომ გვაქვს მხოლოდ ქართული, საკუთარი სიმღერები

Ardaidardo.Ge

31 დეკემბერს ”არ დაიდარდოს” ”ოჩოს ქოხი” ესტუმრა. მისი წევრები ქუთაისიდან არიან. ბიჭები თბილისში ერთ-ერთმა კლუბმა მოიწვია და კონცერტამდე ”ოჩოს ქოხი” ”არ დაიდარდოში” ახალი სიმღერით გვესტუმრა.


როგორი იყო ”ოჩოს ქოხისთვის” 2016 წელი?

ალექსი: – ყველას გილოცავთ შობა ახალ წელს. 2016 წელი ჩვენთვის ძალიან კარგი იყო, ჩავწერეთ რამდენიმე სიმღერა, გვქონდა რამდენიმე კონცერტი, სადაც ძალიან კარგი შედეგი დავდეთ. თუმცა, გვინდოდა უფრო მეტი გაგვეკეთებინა. რაც ვერ მოვასწარით, 2017 წელს გამოვასწორებთ.

ბექა: – ყოველი წელი გვაძლევს სტიმულს, მომავალ წელს უკეთესი გავაკეთოთ. კოლექტივში გვაქვს მატება, დაგვემატა ერთი ახალი წევრი, საყვირით.


რას გეგმავთ 2017 წელს?

ლაშა: – ”ოჩოს ქოხი” გამოირჩევა იმით, რომ გვაქვს მხოლოდ ქართული, საკუთარი სიმღერები. ვმღერით პოპს. როგორც ავღნიშნეთ, დაგვემატა საყვირი და უფრო მრავალფეროვანი,
გემოვნებიანი და ხარისხიანი მუსიკა გვექნება.


როგორია ბენდის ცხოვრება ქუთაიში?

ალექსი: – რთულია ძალიან. ძირითადად ყველა ვმუშაობთ, ოღონდ სხვადასხვა პროფესიით. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ ხელოვნება და მუსიკა იყოს, თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებთ. კონკრეტულად არცერთ ბარში არ ვუკრავთ. კონცერტები არის, თუმცა ხშირად არა. ეს არ ნიშნავს, რომ ”ოჩოს ქოხი” არ ფუნქციონირებს, ყოველ დღე გვაქვს რეპეტიციები. მხოლოდ ერთი ქავერი გვაქვს, დანარჩენი ყველა სიმღერა ”ოჩოს ქოხურია”.


რას ნიშნავს ”ოჩოს ქოხი”?

ალექსი: – საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. ოჩოს ბავშვობიდან მეძახიან, თმახუჭუჭა ვიყავი. როდესაც ჯგუფი ჩამოყალიბდა ღრმა ბავშვობაში, არ გვქონდა სარეპეტიციო, მე კი მქონდა სახლი, რომელშიც არავინ ცხოვრობდა. ბექამ მოიფიქრა რომ დაერქმია ჯგუფისთვის ”ოჩოს ქოხი” და მე უარი ვერ ვთქვი.


ახალი სიმღერა წარვადგინოთ…

სიმღერა ჩვენი სხვა სიმღერებისგან ჟანრობრივად განსხვავებულია. ეს არის დუეტი ქუთაისელ გოგონასთან, ქრისტი შავგულიძესთან ერთად. ჩვენი ჯგუფის წევრის თორნიკე კაცაძის დაწერილია სიმღერაც და ტექსტიც. ”მხოლოდ წუთი” – ასე ქვია სიმღერას.

ოჩოს ქოხი – მხოლოდ წუთი 

AudioOCHOS QOXI – MXOLOD CUTI

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audioochosqoxiaxaliweli

ოჩოს ქოხი – შენი მშვენიერება. Live

ოჩოს ქოხი – ახალი წელია. Live

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge