იტალიურ კლუბ Comets Cheerleaders-ის ოცი მონაწილე გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. მათ 2011 წლის რეკორდი გაიმეორეს, როდესაც კომპაქტ-ქარში Smart ForTwo 20 გოგო ჩაეტია.
რეკორდი სატელევიზიო გადაცემის Lo Show Dei Record ჩაწერის დროს დამყარდა. გინესის მოთხოვნების თანახმად, გოგონები არ უნდა ყოფილიყვნენ 1,525 მეტრზე დაბლები და 18 წელზე უფროსები.
აღსანიშნავია, რომ მანქანის გაბარიტები 2,69 მეტრს შეადგენს.
https://www.youtube.com/watch?v=avHkxuvHHJk