LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოცი ოპოზიციური პარტია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს

opozicia partiebi

20-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტის თავმჯდომარეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვების მიზნით, ბლანკების გადაცემის თაობაზე მიმართა.

პოლიტიკური პარტიები ითხოვენ არჩვნები არა შერეული, არამედ პროპორციული სისტემით 2020 წელსვე ჩატარდეს.

როგორც ჟურნალისტებთან “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, თუ რაღაც არის კარგი 2020 წლის შემდეგ, ის კარგი შეიძლება გადმოვიტანოთ 2020 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” და მომდევნო ხელისუფლებებს არ ექნებათ მანდატების მოპარვის საშუალება.

“დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები და ჰორიზონტზე გამოჩნდა საპარლამენტო არჩევნები 2020, გამოჩნდა მახინჯი საარჩევნო კანონმდებლობით და მახინჯი საარჩევნო სისტემით. ამიტომ დღეს პარლამენტში საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელიც 24 მოქალაქეს ითვლის, მაგრამ მათ უკან 20 ორგანიზაციაა, შევიტანთ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას, რაც გულისხმობს 2020 წლისთვის საპარლამენტო არჩევნების დროს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და არჩევნების ჩატარებას პროპორციული წესით, ისე, როგორც უნდა ჩატარდეს 2020 წლის შემდეგ. თუ რაღაც არის კარგი 2020 წლის შემდეგ, ის კარგი შეიძლება გადმოვიტანოთ 2020 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” და მომდევნო ხელისუფლებებს არ ექნებათ მანდატების მოპარვის საშუალება.

“დღევანდელი სისტემა ხელისუფლებას აპარინებს მანდატებს დაახლოებით 25-30 პროცენტის ოდენობით. ყველა პრობლემის სათავე იწყება უკონტროლო ხელისუფლებებიდან ეს იქნება სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ა.შ. ამიტომ ეს არის საკითხთა საკითხი. რადგან „ქართულმა ოცნებამ“ არ შეისმინა პირველ ჯერზე 200 ათასი ამომრჩევლის ხმა, არ შეისმინა პოლიტიკური სპექტრის ხმა, ახლა უკვე ამჯერად ჩვენი კამპანია ასეთ სახელწოდებას იძენს – მილიონი ხელმოწერა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად და 73-ვე მუნიციპალიტეტიდან გავაგონებთ ხმას ჩვენი ამომრჩევლებისას „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს პარლამენტს. გვაინტერესებს, როგორი იქნება მათი პასუხი.

“რაც შეეხება აქცენტს, როდესაც ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეს შექმნის სახელისუფლებო კრიზისს, დემოკრატიულ ევროპაში ასეთი სახელისუფლებო კრიზისები კოალიციური მთავრობებით გვარდება. იხილონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა როგორ იმართება დემოკრატიული ევროპა. რაც შეეხება ერთპარტიულ სტაბილურობას ხელისუფლებაში, ეს ჩვენ უკვე ვიხილეთ აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ბელორუსში და ა.შ. არჩევანი მარტივია – დემოკრატიული ევროპა, თუ იმ ტიპის სახელმწიფოები, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე,” – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

პოპულარულები