LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნება” არაადეკვატურად აფასებს იმ ანგარიშებს, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ საერთაშორისო მეგობრებისგან და პარტნიორებისგან: მიხეილ დაუშვილი

59
მიხეილ-დაუშვილი

„საკმაოდ მძიმე ანგარიშია და ეს სიმძიმე ყურადსაღებია ყველაზე მეტად ევროინტეგრაციის კონტექსტში“, – ასე აფასებს პარტია“ საქართველოსთვის წევრი მიხეილ დაუშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშს.

პარტია „საქართველოსთვის” მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაიწყოს რეალური რეფორმები, ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მსგავსი შეფასებები შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

რა წერია მიხეილ სააკაშვილის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 

„სამწუხაროა რაც ევროინტეგრაციის პროცესის ფონზე მოვისმინეთ „ოცნებისგან“, ისინი არაადეკვატურად აფასებენ იმ ანგარიშებს, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ როგორც ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისგან და პარტნიორებისგან, ასევე შიდა აქტორებისგან. საბოლოო ჯამში, ყველაზე მეტად რაც გვაწუხებს არის ის, რომ პირველ რიგში ხელისუფლებამ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს რისკი არ შეუქმნას. ძალიან ცალსახად პირდაპირ მოვუწოდებ, ჩვენ მზად ვართ ჩვენი ვიწრო პარტიული ინტერესები მეასე ხარისხში გადავიყვანოთ და ყველაფერი გავაკეთოთ საზოგადოების კონსოლიდაციისთვის და ჩვენ ქვეყანას დავეხმაროთ ევროინტეგრაციის პროცესში. სამწუხაროდ ჯერჯერობით ხელისუფლებისგან არავითარი პოზიტიური ნიშანი არ ჩანს, რომ ისინი მზად არიან ამ კუთხით სამუშაოდ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

2008 წლიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტა ძალაში დარჩა, თუმცა რუსმა მესაზღვრეებმა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება შეზღუდეს: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები