“ქართული ოცნება” არჩევნების მეორე ტურის წინ ზურაბიშვილის შტაბის პარალელურად საკუთარ შტაბს ქმნის. ოცნების ცენტრალურ შტაბს პარლამენტის თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, თბილისის შტაბს კი – დედაქალაქის მერი და პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე უხელმძღვანელებენ.
მეტ კომუნიკაცია ხალხთან მეორე ტურის წინ — ასეთია მმართველი გუნდის ახალი სამოქმედო სტრატეგია არჩევნების მეორე ტურში.აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად წინასაარჩევნო კამპანიაში არჩევნების პირველი ტურშიც მონაწილეობდნენ, თუმცა მაშინ ცალკე პარტიული შტაბი შექმნილი არ ყოფილა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს პრინციპული პოლიტიკური მეტოქეობა, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, თუმცა იქნება მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება, რომელის მიზანიც, აკაკი ზოიძის თქმით, მოსახლეობისთვის იმის შეხსენება იქნება, თუ რა ძალას წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც “ჰუმანისტის ნიღაბს ამოფარებული” ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობს.