LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნება” ცესკოს თავჯდომარეს მარტო ვერ დაამტკიცებს, კონსენსუსი გარდაუვალია – ბადრი ჯაფარიძე

30
BeFunky-collage (1)

ვინ იქნება ცესკოს ახალი თავმჯდომარე და შეჯერდება თუ არა მმართველი გუნდი და ოპოზიცია სასურველ კანდიდატზე – საკითხს პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან.

ფრაქცია “ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ოცნება” ცესკოს თავჯდომარეს მარტო ვერ დაამტკიცებს.მისი თქმით, ფართო სამოქალაქო ჩართულობა განაპირობებს იმას, რომ შეირჩევიან ღირსეული კანდიდატები და კონსენსუსის მიღწევა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იქნება უფრო მარტივი.

“დაზღვევის მექანიზმი არის შარლ მიშელის დოკუმენტი, სადაც განსაზღვრულია, რომ თავმჯდომარის დასამტკიცებლად დეპუტატების 2/3- ის მხარდაჭერაა აუცილებელი, რაც გულისხმობს ოპოზიციის მონაწილეობას. მარტო “ქართული ოცნება” ვერ დაამტკიცებს, ამიტომ კონსენსუსი და შეთანხმების მიღწევა არის გარდაუვალი. მთავარია, ახლა ჩვენ დავაბრუნოთ ნდობა კანდიდატების შერჩევის პროცესისადმი, რომ მაქსიმალურად წავახალისოთ კარგი კანდიდატები, რათა მათ პროცესში მონაწილეობა მიიღონ, ადრე პროცესი იყო დისკრედიტებული. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ნდობა და რაც მთავარია, სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობა იქნება გარანტია იმის, რომ პარლამენტში შემოვა ღირსეული კანდიდატი, რომლის ირგვლივ ადვილი იქნება კონსენსუსის მიღწევა,”- განაცხადა ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები