LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნება“ ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება, გამორიცხულია, ამ ქვეყანას მმართველი არ ჰყავს: დავით ჭიჭინაძე

70
დავით ჭიჭინაძე

„მაშინ, როდესაც ყველა სახელმწიფო სამსახური მორღვეულია, ერთადერთი რასაც „ოცნების“ მოლაპარაკე თავები აკეთებენ, ოპოზიციას ებრძვიან,“- ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა და თქვა, რომ  ქვეყანაში კორუფციული სქემები და „გარიგებები ყვავის.“

„ოცნება“ ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება, გამორიცხულია. იმიტომ კი არა, რომ ცუდები არიან, ან თვალის ფერი არ უვარგათ, იმიტომ, რომ ხელისუფლება აღარ არსებობს, ამ ქვეყანას მმართველი არ ჰყავს“, – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით. ქვეყანაში არსებული კორუფციული სქემებისა და გარიგებების გამო, ფული უმარტივესად გაედინება, რაც აუცილებლად კატასტროფამდე მიგვიყვანს.

„თუნდაც „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალეა ყველაფერი, მაინც პირდაპირ იკვეთება ვისი ინტერესებიცაა და ყველას, რატომღაც უმთავრესი ავიწყდება – „ნამოხვანჰესის“ კასკადების 100% სახელმწიფო კომპანია იყო და სწორედ ის გაყიდეს,“ – დასძინა ჭიჭინაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ადგილზე წარმოების და ხალხის დასაქმების ნაცვლად ისეთს აკეთებენ, მომავალ მსოფლიო ეკონომიკაში კი არა, ჩვენი ადგილი აღარსად იქნება.

„ან თუნდაც ჭიათურაში რა ხდება – თავად მილიარდებს შოულობენ და მაღაროელებს ისეთ ძეხვს აჭმევენ, ძაღლმა არ ჭამა და ეს, ჩემი თვალით მაქვს ნანახი. მოკლედ, როდესაც უუნარო ხარ, მუდმივად პოლიციით ვერ დაიჭერ სიტუაციას და ეს ფაქტია“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g