LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნება“ პრინციპულად მზად არის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწეროს: თალაკვაძე

56
BeFunky-collage (5)

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველმა გუნდმა დანიელსონის მოდერაციის გამართულ დიალოგზე მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ “ქართული ოცნება“ პრინციპულად მზად არის, შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწეროს და დიალოგი პოზიტიურად დაასრულოს.

არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ ახლა ოპოზიცია გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას.მისივე თქმით, ეს სიგნალი და მოწოდება პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმძღვანელო უნდა აღმოჩნდეს.

„დენიელსონის მოდერაციით გამართულ დიალოგზე ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ პრინციპულად მზად არის, შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწეროს და დიალოგი პოზიტიურად დავასრულოთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი მზადყოფნა არსებობს.

იმედი მაქვს, ოპოზიცია საკუთარ პასუხებს და დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს და გარკვეულ ნაწილში გადააფასებს. სახეზეა საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომლის მიხედვით, საზოგადოების დიდი ნაწილი ბოიკოტს მხარს არ უჭერს. ქვეყანაშიც სახეზეა ის საჭიროებები, რომლებსაც პოლიტიკურმა სისტემამ უნდა უპასუხოს.

ეს არის ეკონომიკის აღდგენის საჭიროება, სიღარიბის შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნის საჭიროება, პანდემიის და ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად მართვა და ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგის განუხრელად განხორციელება, რაშიც მთელი პოლიტიკური სისტემის როლი არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g