„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატა ნება აპატიოს ნიკანორ მელიას უმძიმესი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა 2019 წლის ივნისში”.
მისივე თქმით, ეს არის მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება და დანარჩენი კი თავად “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეზეა დამოკიდებული.
20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ: ნიკა მელია
რაც შეეხება შეთანხმების დოკუმენტს, როგორც კობახიძე განმარტავს, “ქართული ოცნება” სწორედ იმ დოკუმენტის ტექსტითა და შინაარსით ხელმძღვანელობს, რომელზეც განმარტებები კრისტიან დანიელსონმა და ელჩებმა გააკეთეს.
„ქართულმა ოცნებამ“ გამოხატა ნება, აპატიოს ნიკანორ მელიას უმძიმესი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა 2019 წლის ივნისში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება და დანარჩენი დამოკიდებულია ნიკანორ მელიაზე. მას შეუძლია, მიიღოს ან არ მიიღოს ეს პატიება. ჩვენ ვხელმძღვანელობთ დოკუმენტის ტექსტით და შინაარსით, რომელზეც განმარტებები ელჩებმა და კრისტიან დანიელსონმა გააკეთეს. ეს განმარტებები იყო ამნისტიის კანონზე მსჯელობის დროს.
ამ შინაარსის თანახმად, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვინც დაკავშირებულია ამ მოვლენებთან და ვის წინააღმდეგაც აღიძრა ან შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. 20 ივნისის ღამეს ყველაზე მძიმე დანაშაული ჩაიდინა ნიკანორ მელიამ. აქედან გამომდინარე, თუ ამნისტია შეეხება ნიკანორ მელიას, მაშინ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა სხვასაც, ვისაც შეიძლება, ამ მოვლენების დროს დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი. უნდა შეეხოს აბსოლუტურად ყველას და ეს ასე იყო განმარტებული ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც“, – განაცხადა კობახიძემ.