LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნებამ“ საკუთარ საზოგადოებას ომი გამოუცხადა“ – გიორგი მარგველაშვილი

129
გიორგი მარგველაშვილი

„ოცნებამ“ საკუთარ საზოგადოებას ომი გამოუცხადა, – საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

მისივე თქმით, შეიარაღებულმა ჯგუფმა გადალახა რუბიკონი.

„ეს არ არის პოლიცია, იმიტომ რომ პოლიცია არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც იცავენ მოქალაქეებს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც თავს ესხმიან მოქალაქეებს. მეორე პოლიცია არის ჯგუფი, რომელიც აბსოლუტურად ღიად, აბსოლუტურად საკუთარი პიროვნების დაფიქსირებით ახორციელებს სამართალდამცავ საქმიანობას.

ეს ადამიანები არიან ნიღბებს ამოფარებული ადამიანები, ნიღბებით შეიარაღებულები. მათ ეშინიათ, ეს არის ამოსავალი. ამ ადამიანებს ეშინიათ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მანიშნებელი იმ პოლიტიკური ბალანსის, რომელიც არის საქართველოში. მათ ეშინიათ მომავლის. მათ უნდათ მომავალში, როდესაც ისინი წააგებენ, მიიმალონ და დაემალონ მართლმსაჯულებას…

შეიარაღებულმა ჯგუფმა გადალახა რუბიკონი. მათ გამოუცხადეს ბრძოლა, ომი საკუთარ საზოგადოებას. მათ თქვეს, ან თქვენ იქნებით მონები, ან სხვანაირად არ გვაწყობს”, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი „ტვ პირველთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g