LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნებამ” თავისი უსუსურობით მოახერხა, რომ 20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი დღეს მერობის კანდიდატია: გიორგი გახარია

165
გახარია

“ოცნებამ” თავისი უსუსურობით მოახერხა, რომ 20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი დღეს მერობის კანდიდატია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პარტია “საქართველოსთვის” ქობულეთის ოფისის გახსნის შემდეგ, გახარიამ “ოცნების დღევანდელ ბოსებს” მიმართა და გაახსენა, რომ 20 ივნისს დაიცვეს მათი დღევანდელი მდგომარეობა.

მე, მიუხედავად იმ დიდი გულის ტკივილისა, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და, პირველ რიგში, მე დამრჩა 20 ივნისის შემდგომ, როდესაც მართლა დაშავდნენ ადამიანები, “ქართულმა ოცნებამ”, თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატად არის წარდგენილი

გიორგი გახარია ამბობს, რომ ადამიანი რომელიც 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმს ახორციელებდა და მოქალაქეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდა, დღეს მერობის ოფიციალური კანდიდატია.

“ამას მოხერხება სჭირდებოდა და ეს მხოლოდ უსუსურ “ქართულ ოცნებას” შეეძლო მოეხერხებინა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g