LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნებას” ამომრჩევლის მოსყიდვა არ სჭირდება

136
FORTUNA.GE (13)

საქართველოს მთავრობამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის  მორიგი მხარდამჭერი პროექტები წარმოადგინა.
ხელისუფლების მიერ გაცხადებულ მხარდაჭერის პროექტებს და სოციალურ დახმარებებს ექსპერტების და პოლიტიკოსების ნაწილი მიესალმება, თუმცა აქვე კეთდება კრიტიკული განცხადებებიც, რადგან მთავრობის დახმარება და დაპირებები საარჩევნო დღის წესრიგს ემთხვევა.
არის თუ არა მთავრობის მხარდაჭერის პროგრამები და სოციალური პაკეტები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და როგორ აფასებენ წინასაარჩევნო გარემოს ექსპერტები, რადიო “ფორტუნას” კითხვებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს.

 

დაიწყო პროგრამა „სახელმწიფო შენი პარტნიორი”, რაზეც პირადად პრემიერმა ჯერ თბილისში, შემდეგ კი რაჭაში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. როგორც გახარიამ აღნიშნა, წლებია ამ პროგრამაზე მუშაობენ, მაგრამ ცოტა გაგვეწელაო. შემთხვევით დაემთხვა ასეთი მასშტაბური პროგრამის წინასაარჩევნო პერიოდში პრეზენტაცია? ახალ პროგრამებს წინაასარჩევნო პროცესების გააქტიურებას და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის მცდელობას უკავშირებენ…

პოლიტიკოსების ნაწილი, ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ბრალდებას უცხოელ პარტნიორებთან იტყვიან. ეს ბრალდება ძირითადად დამკვირვებლებისთვისაა ნათქვამი, რომ მათ მიაქციონ ყურადღება და ეჭქვეშ დააყენონ ლეგიტიმურობა. როგორ მოიქცევიან უცხოელები ეს მათი საქმეა, მაგრამ ჩვენი შიდაშეფასებებით, ბოლო პერიოდში, „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი მაღალი აქვს. ანუ, ეს მოსყიდვა მათ არ სჭირდებათ არაფერში. მოსყიდვაში ბრალმდებლები ბევრია, ამიტომ ეს გარკვეულწილად სარისკო ნაბიჯიც იყო, ვიმეორემ მაშინ, როცა “ოცნებას” ეს არ სჭირდება, 50%-ს ისედაც აბიჯებს.


ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული წინაასარჩევნოდ აქტუალური ხდებოდა ე.წ. “კარტოფილის თუ შაქრის დარიგება”. წელს ისევ უნდა ველოდოთ მსგავს “აქციებს”, თუ ამომრჩეველი გაიზარდა და ახლა უკვე სხვა მოთხოვნებია?

თქვენ ბრძანეთ ეს და გეთანხმებით. შევარდნაძეს მერე არჩევნებში სააკაშვილმა გაიმარჯვა. სააკაშვილის პერიოდში მოსყიდვაც ხდებოდა და დაშინებაც. ყველა შემთხვევაში ხალხის ნება იყო გადამწყვეტი. ახლა წინასაარჩევნოდ არ არის მოსყიდვები, არ სჭირდებათ. ამ ტიპის დახმარება რომ არ გაეკეთებინა სახელმწიფოს, მერე ატყდებოდა ყიჟინა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო მოსახლეობას არ ეხმარება. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა.


რადგან ამ თემაზე ვსაუბრობთ, ეკონომიკური მხარეა, მაგრამ მაინც გკითხავთ. როგორ გგონიათ, გაამართლებს გლეხების მეწარმე-ბიზნესმენებად ქცევის საკითხი?

ამას ორგანიზაციულად მეტი რესურსი აქვს რამდენადაც მე ვიცი. ეს დაახლოებით ფერმერული მეურნეობის ტიპთან მიახლოვებაა. როცა მარტო თავისთვის კი არ მოგყავს კიტრი, არამედ მოგყავს იმისთვის, რომ კიტრის წარმოებამ, როგორც ბიზნესმა, მისცეს მას შემოსავალი. ამ მხრივ თანამედროვე მსოფლიოს განვითარების კუთხით და გამოცდილებით თუ შევხედავთ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.


თბილისის მერმა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გადავადებაზე ისაუბრა, მთავრობამ კი არანაკლებ მსხვილი სოციალური პროექტები დაანონსა. პლუს გასაგები მიზეზების გამო გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები, შეჩერებული ბიზნესები და რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ – არის ფული თუ არ არის? ეყოფა საარჩევნოდ ფული ქვეყანას?

საარჩევნო ფული არ იქნება იოლი საშოვნელი. ალბათ ეყოფათ. თვითონ ხომ იციან რომ არჩევნები მოდის. მაგრამ კოვიდთან შერკინებულ ქვეყანას ალბათ გაუჭირდება. ჩვენც ცუდი პროგნოზები გვაქვს, ისევე როგორც იმ ქვეყნებს, ვინც კოვიდთან შერკინებულია. ამიტომ ჩვენთანაც ეკონომიკაში დაღმასვლებია. მაგრამ არჩევნები უნდა ჩატარდეს.

 

ბარემ არჩევნებზე ვსაუბრობთ და – შეძლებს ოპოზიცია ერთიანად დაუდგეს “ოცნებას” თუ ჯერ კიდევ მოხდება გადასვლა-გადმოსვლები?  შალვა შავგულიძის გამოსვლასაც ნახავდით…

შალვა შავგულიძე დიდი ხანია გადასულია ერთი პარტიიდან მეორეში. ახლა უბრალოდ გაფორმების ეტაპი იყო. მეორეს მხრივ, ბევრი დრო არ არის დარჩენილი იმისთვის, რომ პარტიებს შორის მიგრაციები იყოს. მგონი არსებითი ცვლილებები არ იქნება, შავგულიძე ამ შემთხვევაში უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g