LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ოცნებები ხდება” – კიმ კარდაშიანი Vogue-ის გარეკანზე (ფოტო)

313
0_TEASER-MAIN-ONLY-Kim-Kardashian

კიმ კარდაშიანი ,,ვოგის” მაისის ნომრის სახე გახდა.

,,ამ მომენტზე დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი. მეუბნებოდნენ, რომ ეს დღე არასდროს დადგებოდა. სიტყვებით ვერ გამოვხატავ იმას, თუ რამდენად დიდი პატივია მქონდეს საკუთარი პირველი სოლო ქავერი ,,ვოგიში”, – აღნიშნა 38 წლის სატელევიზიო სახემ.

 

ლეგენდარული ჟურნალის ფოტოსესიისთვის ამერიკელმა სელებრითმა რამდენიმე განსხვავებული ლუქი მოირგო.

გაირკვა, რომ მაიკლ ჯენსონის გადაღებულ ფოტოებზე, ის ცნობილი მოდის სახლებისა და დიზაინერების: ,,შანელის”, ,,ვალენტინოს”, ბრენდონ მაქსველის, როზეტა გეტისა და ალეხანდრა ალონსო როხასის კაბებით პოზირებს.

ამასთან, კიმი კადრში მისი და კანიე უესტის საერთო შვილებთან ერთადაც მოხვდა.

მარტივი შესამჩნევია, რომ სეინტს, ნორტსა და ჩიკაგოს ვარსკვლავური ოჯახის გავლენა ეტყობათ, რადგან ფოტოგრაფის ობიექტივში ისინი საკმაოდ ბუნებრივად და თამამად გამოყურებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები