LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნების ავტომობილის“ ხატვის მე-11 გლობალურ კონკურსს საქართველოც უერთდება

114

”ტოიოტა ცენტრი თეგეტა” ოცნების ავოტმობილის ხატვის რიგით მე-11 კონკურსს უერთდება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ცენტრი საშუალებას აძლევს 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სრულიად საქართველოდან, მონაწილეობა მიიღონ ხატვის გლობალურ კონკურსში, რომელიც ბავშვების მოტივირებასა და ოცნებებისკენ სწრაფვის განვითარებას ემსახურება.

”კონკურსის ფარგლებში ცენტრი გამოავლენს და დააჯილდოვებს გამარჯვებულებს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში. ”ტოიოტას” რეგიონალური წარმომადგენლობის მიერ კი მოხდება ნამუშევრების ამორჩევა გლობალურ კონკურსზე გასაგზავნად. კავკასიის რეგიონის გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები გაემგზავრებიან იაპონიაში გლობალური კონკურსის დაჯილდოვების ცერემონიაზე”, – განმარტეს ”ტოიოტა ცენტრი თეგეტა” -ში.

მათივე ცნობით, ნამუშევრების მიღება დაიწყება 30 ნოემბრიდან და ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩააბარონ ნახატები 31 დეკემბრის ჩათვლით კონკურსის ადმინისტრაციულ ოფისში – ”ტოიოტა ცენტრი თეგეტა”-ში, უნივერსიტეტის ქ. N6-ში.

მსურველებს დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეუძლიათ ეწვიონ ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.toyota-tegeta.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g