LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნების“ დეპუტატი: „ე, მანდ „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მუხლები არ შემოერღვეთ – აქსიომაა: თუ იქნება დანაშაული, მას პასუხისმგებლობა მოჰყვება! – ერთ პარასკევ დარჩენილმა სალომე ზურაბიშვილმა კანონის შესაბამისად იმოქმედოს“

234
არჩილ გორდულაძე და სალომე ზურაბიშვილი

„ე, მანდ „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მუხლები არ შემოერღვეთ – აქსიომაა: თუ იქნება დანაშაული, მას პასუხისმგებლობა მოჰყვება! არ დაგვავიწყდეს საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელსაც მისჯილი აქვს კონკრეტული ქმედებისა და დანაშაულის ჩადენის გამო!“ – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილისადმი მუქარა პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის თანახმადაც, „სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ.“

ზურაბ ბატიაშვილი: „თუ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის დაკავებაზე წავა, შეიძლება ხელისუფლებაში კაცი არ დარჩეს, რომელსაც არ დაასანქცირებენ – თუ ამაზე წამსვლელები არიან, უფრო მალე ჩამოიშლებიან“

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, კანონის წინაშე აგებს პასუხს.

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ

პრემიერის განცხადებით, თუ პრეზიდენტი რეზიდენციაში გამაგრდება, ეს იქნება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.

„თუ ვინმე მოიპარავს, იქნება ქურდი, პასუხს სამართლიანი სასამართლოს წინაშე აგებს და ქურდობისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება. იგივეა სხეულის განზრახ დაზიანებაზე, ადამიანის მკვლელობაზე და ასე შემდეგ. კარგად წაიკითხონ კანონი, რომელსაც „სისხლის სამართლის კოდექსი“ ჰქვია.

ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია და არ არსებობს არავითარი ინდულგენცია – არავის დაავიწყდეს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტებს, პრემიერებს დანაშაული აქვთ ჩადენილი დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა. ჯერ კიდევ ერთ პარასკევ დარჩენილმა სალომე ზურაბიშვილმა ამ ექვსი წლის განმავლობაში კანონის შესაბამისად იმოქმედოს“. – განაცხადა გორდულაძემ.

სალომე ზურაბიშვილი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა – ამისთვის დღეს ჩვენ დავსახეთ „შეტევის სტრატეგია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g