LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნების დეპუტატი“ – „კი ბატონო, ბანერზე გამოტანილი გვაქვს მარიუპოლის თეატრი და არ გვინდა, რომ ჩვენი ოპერის თეატრი ამ დღეში იყოს… არ გვინდა, ის უბედურება, რომელიც უკრაინაში დატრიალდა, ჩვენს ქვეყანაში დატრიალდეს“

199
ირაკლი კირცხალია

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერ საარჩევნო ბანერებს, რომლებიც ქუჩებში ახლახან გამოიფინა და რომლებზეც საქართველოსა და უკრაინის ეკლესიებია გამოსახული წარწერით – „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი კირცხალია ეხმაურება.

როგორც კირცხალიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „ხელისუფლებას არ სურს, რომ ის უბედურება, რომელიც უკრაინაში დატრიალდა, ჩვენს ქვეყანაშიც დატრიალდეს“.

„დარწმუნებული იყავით, რომ ეს მშვიდობის პოლიტიკა აუცილებლად გაგრძელდება. დამერწმუნეთ, საქართველოში ომი არ იქნება და ვერ იქნება ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ყველაფერს გავაკეთებთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცხოვროს მშვიდ გარემოში და მშვიდად განვითარდნენ.

კი ბატონო, გამოტანილი გვაქვს მარიუპოლის თეატრი და არ გვინდა, რომ ჩვენი ოპერის თეატრი იყოს ამ დღეში. მორჩა. არ გვინდა, რომ ის უბედურება, რომელიც დატრიალდა უკრაინაში, ჩვენს ქვეყანაში დატრიალდეს და გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდეს. დამერწმუნეთ, “ნაცმოძრაობის” პერიოდში დღეს ჩვენ აქ ვერ ვიდგებოდით, შეიძლება ეს (პარლამენტის) შენობაც არ ყოფილიყო“, – თქვა კირცხალიამ.

შეგახსენებთ, ქუჩებში გამოიფინა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბანერები საქართველოს ქალაქების ფერადი და უკრაინის ქალაქების შავ-თეთრი ფოტოებით სლოგანით – „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“. ფოტოკოლაჟებში გამოსახულია საქართველოს ეკლესიები და ღირსშესანიშნაობები და ამავდროულად უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დანგრეული შენობები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g