LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა იწყება

85
ocneba

ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი არის ის ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც “ოცნების” ოფისში შეკრებილმა უმრავლესობის წევრებმა უნდა იმსჯელონ.

დახურული შეხვედრის დაწყებამდე უკვე გაკეთდა პირველი კომენტარები.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე განიხილება ყველა ის საკითხი, რაც ქვეყნისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია.

“მმართველი პარტია და მისი საპარლამენტო უმრავლესობა იკრიბება და იმსჯელებს ყველა საჭირბოროტო საკითხზე, რაც ეხება ქვეყანას, მის განვითარებას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ა.შ. ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით მაქვს იგივე პოზიცია, რაც მაქვს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, კანონის წინაშე ყველა თანასწორია”. – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

ეს იქნება “ოცნების” კოლექტიური თვითმკვლელობა – პოლიტიკური შეფასებები მელიას საქმეზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g