LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნებისგან“ ველოდებით ბევრ ბილბორდს და ბილბორდზე გაღიმებულ, შარავანდედით მოცულ „ქოცებს“: იაგო ხვიჩია

56
იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ვერ აიღებს, ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოუწევს.

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება“ ასე იმიტომ იჭინთება, რომ ადამიანები დაარწმუნოს, თითქოს თვითმმართველობის არჩევნები არ არის გადამწყვეტი და მათ არჩევნებზე მისვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდოს.

„როცა „ქართული ოცნება“ შეთანხმებიდან გავიდა, იცოდა, რომ შეთანხმება ადამიანების თავში არსებობს. თუ 43 პროცენტს ვერ აიღებენ, ვერც პარლამენტი და ვერც „ქართული ოცნება“ სამი წელი რიგგარეშე არჩევნების გარეშე ვერ გაძლებს“, – განაცხადაიაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, მმართველი პარტიისგან ბევრ ბილბორდს და ბილბორდზე გაღიმებულ და შარავანდედით მოცულ „ქოცებს„ ელოდება, ხოლო ოპოზიციისგან რაიმე „კრეატიულს“ არა. „ისევ ემოციურ თამაშს ველი,“, – თქვა დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება „გირჩის“ გეგმებს, როგორც მან აღნიშნა, ძირითად აქცენტს არჩევნების პროპორციულ ნაწილზე გააკეთებენ, თუმცა, შესაძლოა ჰყავდეთ რამდენიმე მაჟორიტარი კანდიდატიც.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ადამიანები აღმოვაჩინოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და „ზუმის“ პლატფორმით მოვაწყოთ მათთან გასაუბრება, რომ ასე გავაცნოთ საზოგადოებას ახალი „გირჩები.“

ვახო მეგრელიშვილის კანდიდატურას თბილისის მერად ვფიქრობდით იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციიდან არავინ დააყენებდა კანდიდატს, მაგრამ ახლა ამის პირობები არ დადგება, ამიტომ ჩვენ გადავერთვებით პროპორციულ არჩევნებზე ძირითადად და შეიძლება ერთი-ორი მაჟორიტარიც გვყავდეს,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g