“ყველა უკრაინელი ფოტოგრაფი ოცნებობს გადაიღოს ფოტო, რომელიც ომს შეაჩერებს” – ეს სიტყვები უკრაინელ ფოტოგრაფს, ჟურნალისტს, დოკუმენტალისტს მაქს ლევინას ეკუთვნის,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკაია წერს.
როგორც ზელენსკაია აღნიშნავს, ჟურნალისტს უამრავ წარმატებულ პროექტში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და ახლაც იღებდა დოკუმენტურ კადრებს.
“როდესაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი აგრესია წამოიწყო, ის გადაღებაზე წავიდა მშობლიურ კიევის რეგიონში საომარი მოქმედებების ზონაში და გაუჩინარდა. ის გარდაცვლილი იპოვეს”, – წერს ოლენა ზელენსკაია და ასევე აღნიშნავს, რომ ფოტოგრაფს 4 ვაჟი დარჩა.
უკრაინის პირველი ლედი საუბრობს იმაზეც, რომ მაქს ლევინი არ იყო ერთადერთი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა. მათ შორის არიან, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები. დაღუპულთა გარდა რამდენიმე ჟურნალისტი გატაცებული ჰყავთ ოკუპანტებს.
“მადლობა სიცოცხლის რისკის ქვეშ შეკრებილი ფაქტებისთვის. გთხოვთ გადარჩით!” – წერს ოლენა.
უკრაინელი ფოტოგრაფი, რომელიც 3 კვირის წინ დაიკარგა, კიევთან გარდაცვლილი იპოვეს