LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდესა-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენების აღდგენა იგეგმება

87
UR-SQB-(45699318612)

SkyUp Airlines ოდესა-თბილისი-ოდესას საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების დაწყებას აანონსებს. როგორც უკრაინულ ავიაკომპანიაში განმარტავენ, აღნიშნულ მიმართულებაზე SkyUp Airlines ოპერირებას 30 აპრილიდან განაახლებს და რეისებს კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს. ფრენები ყოველ ორშაბათს და პარასკევს შესრულდება.

„ავიანიუსის“ ინფორმაციით, ოდესა – თბილისის მიმართულებაზე ბილეთის ფასი 1 893 გრივნადანაა, ხოლო თბილისი – ოდესას მიმართულებაზე 4 967 გრივნადან.

შეგახსენებთ, 1-ლი თებერვლიდან საქართველოში რეგულარულ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g