LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

67
Untitled design (1)

უკრაინის ქალაქ ოდესაზე გასულ ღამით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს დილით განაცხადა. 

როგორც ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერმა სერხი ბრაჩუკმა აღნიშნა, ოდესის ერთ-ერთ რაიონში რამდენიმე რაკეტა ისროლეს. ერთ-ერთი კი საწვავის საცავს მოხვდა.

სპიკერის თქმით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დამატებითი ინფორმაცია კი ამ დროისთვის ზუსტდება.

შეგახსენებთ, ოდესა ერთ-ერთია უკრაინის იმ ქალაქებიდან, სადაც ომის მიმდინარეობის განმავლობაში, შედარებით სიმშვიდეა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ოდესაც კვირების განმავლობაში ემზადებოდა თავდასხმისთვის. ქალაქის ცენტრი სავსეა ტანკსაწინააღმდეგო ბარიკადებით.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g