უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობა იუწყება, რომ სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსი სამხედროების მიერ 9 მაისს, საღამოს განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად.
მათივე ინფორმაციით, ქალაქს ესროლეს ძველი, საბჭოთა პერიოდის 7 რაკეტა, რომელიც მოხვდა სავაჭრო ცენტრს და საქონლის საწყობს.
ოდესაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა 9 მაისს, დღის პირველ ნახევარშიც. ამ დროს ქალაქში იმყოფებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც ოდესაში „ევროპის დღის“ გამო ჩავიდა.