LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდილ რენო-ბასო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს 2028 წლამდე უხელმძღვანელებს

115
ოდილ რენო-ბასო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველთა საბჭომ ოდილ რენო-ბასო პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია – კენჭისყრა ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც წელს ერევანში ტარდება.

„EBRD-ის ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, მისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, რომელსაც ის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამ არაპროგნოზირებადი გეოპოლიტიკური ვითარების დროს ასრულებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეწილეებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის ბოლო წლების განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებ, რათა თქვენი ჩემდამი ნდობა გავამართლო უფრო მეტი პროექტით, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ბანკის ტრანსფორმაციაზე და პარტნიორებთან კორპორაციული ურთიერთობების ზრდაზე”, – განაცხადა ოდილ რენო-ბასომ.

შეგახსენებთ, ოდილ რენო-ბასო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტად 2020 წელს აირჩიეს. მისი პრეზიდენტობისას ბანკმა 1308 პროექტში 36.6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა.

ოდილ რენო-ბასო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს 2028 წლამდე უხელმძღვანელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები