LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდიშარია – ახი კია კასიანოვზე, რომ მისი განცხადება უთარგმნო და ჩამოურიგო ყველა დევნილს, რომელიც საქართველომ შეიფარა, გაათბო და დააპურა

151
ბექას და კასიანოვი

ახი კია კასიანოვზე, რომ მისი განცხადება უთარგმნო და ჩამოურიგო ყველა იმ დევნილს, რომელიც საქართველომ შეიფარა, გაათბო და დააპურა – უმადურობა საქართველოში ერთ- ერთ ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

კასიანოვი: ფრენების შესაძლო აღდგენისა და რუსების მასობრივი შემოდინების შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ საქართველოდან უკრაინელების ევაკუაციას

მისი თქმით, კასიანოვი სავარაუდოდ, იძულებულია, დავალებები შეასრულოს.

„კასიანოვის ნაცვლად, ალბათ, ჯერ დავიწყებდი ბევრი მადლობით და დავასრულებდი მადლობით. ისე ახი კი არის კასიანოვზე, რომ მისი განცხადება უთარგმნო და ჩამოურიგო ყველა იმ დევნილს, რომელიც საქართველომ შეიფარა, გაათბო და დააპურა. ვკითხოთ, რა ურჩევნიათ – მარცხნივ წავიდნენ, კასიანოვს გაჰყვნენ და ევაკუაციის გზებით ისარგებლონ, თუ მარჯვნივ დარჩნენ ისევ საქართველოში და სახელმწიფო სერვისებით თუ ადამიანური სითბოთი ისარგებლონ ამ უძნელეს პერიოდში, რომელიც ახლა უკრაინაში ტრიალებს. არადიპლომატიურია ამ ადამიანის განცხადებები, ალბათ, იძულებულია შეასრულოს და გააჟღეროს დავალებები. ვურჩევდი ახლო წარსულში გაიხედოს, ასეთი უსამართლო განცხადებების გამჟღერებლები საქართველოში აღარ არიან თანამდებობაზე და ისინი სხვანაირად კი აჭიკჭიკდნენ უკვე საკუთარი ხელისუფლების მიმართ და ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან სამართლიანობა ყოველთვის იზეიმებს. ვურჩევდი მას, არ ჩაწეროს იმ ადამიანების რიცხვში, რომლებიც არასდროს იქნებიან საქართველოში პოპულარულები, რადგან უმადურობა საქართველოში ერთ- ერთ ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება”, – განაცხადა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“-სთან ინტერვიუში საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა არ გამორიცხა, თუ მათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და „რუსების მასიურად შემოდინების“ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებათ.

„ახლა ჩვენ განვიხილავთ სპეციალური ევაკუაციის მარშრუტების მოწყობის შესაძლებლობას უკრაინის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი სეგმენტებისთვის, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ დაბრუნების საშუალება. ამავდროულად, ყველაზე ოპტიმალურად მიგვაჩნია სახმელეთო ტრანსპორტი“, – განაცხადა კასიანოვმა.

ამავე თემაზე:

„სამარცხვინოა და რაც კიდევ უარესია, მიმართული იქითკენ, რომ როგორმე საქართველო ომში ჩაერთოს – მთავრობა სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, რათა ხალხს მშვიდად ეძინოს“ – წულუკიანი კასიანოვის განცხადებაზე

კობახიძე: კასიანოვის განცხადება სამარცხვინოა.. უკრაინელების ევაკუაცია იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა, ალბათ, თუ უკრაინაში „ბუკებს“ გავგზავნიდით, ეს იქნებოდა პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g