LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდიშარია ცესკოზე: „მოტაცება ვიცი მთვარის, არაფრის მოტაცებას არ ვაპირებთ“

156
Untitled design (1)

„მოტაცება ვიცი მთვარის – კონსტანტინე გამსახურდიასი, არაჩვეულებრივი ნაწარმოებია, წაიკითხეთ. არაფრის მოტაცებას არ ვაპირებთ“, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან“ დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ის ცვლილებებს ვეტოს დაადებს.

პრეზიდენტი „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“ ვეტოს დაადებს

„გირჩევდით, რომ ჯერ ქართველი ხალხის ნება-სურვილს გაეცნოთ. ქართველ ხალხს არაფერში არ ეპიტნავება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყოს ცესკოში.

„ლელო” და ნაცმოძრაობა ერთია. მამუკა ხაზარაძე სააკაშვილის დავალებით დადის ზევით-ქვევით და „ნაცმოძრაობა“ როგორ არ არის?“ – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ბეჟან წაქაძე: „ხანდახან შვილი არ გამოგადგება და პრეზიდენტი რომ არ გამოგადგეს, რა გავაკეთოთ?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები