LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეჟან წაქაძე: „ხანდახან შვილი არ გამოგადგება და პრეზიდენტი რომ არ გამოგადგეს, რა გავაკეთოთ?“

156
Untitled design

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომლის თანახმად სალომე ზურაბიშვილი „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“ ვეტოს დაადებს, „ქართული ოცნების“ წევრი ბეჟან წაქაძე ეხმიანება.

საარჩევნო კოდექსსა და რეგლამენტში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

უმრავლესობის დეპუტატის შეფასებით, „არ არის გამორიცხული, რომ ეს საბოტაჟს ემსახურებოდეს“.

„აქ ოპოზიცია ერთია, ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ გაშლილი ცალ-ცალკე. პლიუს დაემატა სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი არის ნული. ერთს ნული, ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“.

კი, ჩვენი არჩეულია, მაგრამ ხანდახან შვილი არ გამოგადგება და პრეზიდენტი რომ არ გამოგადგეს, რა გავაკეთოთ?.. ქვეყანას არ გამოადგა“, – განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

ცნობისათვის, საარჩევნო კოდექსსა და რეგლამენტში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 20 თებერვალს მიიღო. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან. ადმინისტრაციის ცნობითვე, პრეზიდენტი ,,საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“, ისევე როგორც ყველა ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს.

პოპულარულები