ოფიციალური პირების მხრიდან ძალიან სერიოზული სურვილია, რომ ბიძინა ივანიშვილი მაგნიტსკის სიას დაემატოს, – აღნიშნულის შესახებ ფინანსისტმა და მაგნიტსკის აქტის ავტორმა, ბილ ბრაუდერმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„როგორც ჩვენ ვიცით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა პირველად პოლიტიკაში, ამის შემდეგ საქართველო გახდა სრულუფლებიანი სატელიტი რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის. ჩვენ, ასევე, კარგად ვიცით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ერთ-ერთი მთავარი წარმართი საქართველოს პოლიტიკისა და მე და სხვა ადამიანები, ვინც ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ვფიქრობთ, რომ თუ აშშ და სხვა ქვეყნები სანქციებს დაუწესებენ ინდივიდუალურად აღებულ პირებს მათი ცუდი ქმედებებისთვის, პირველ რიგში ეს უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი.
მე უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიმყოფებოდი გასულ კვირას და მქონდა საშუალება, შევხვედროდი აშშ-ის წამყვან კანონმდებლებს, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს და შემიძლია გითხრათ, რომ არის ძალიან სერიოზული სურვილი ოფიციალური პირების მხრიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი დაემატოს მაგნიტსკის სიას.
რა თქმა უნდა, კონგრესმენები არიან ისინი, ვინც ქმნიან ამ სიას, მას აყალიბებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და სახაზინო დეპარტამენტი, მაგრამ ფაქტი, რომ ცნობილი რესპუბლიკელები ძალიან აქტიურ როლს თამაშობენ აქ, მათ შორის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო მეგობრების ჩათვლით, სერიოზული საფუძველია იმის ფიქრის, რომ სია გაფართოვდება“, – აცხადებს ბილ ბრაუდერი.