LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოფთალმიჯმა“ ახტალის პარკში განახლებული მობილური კლინიკა გახსნა

92
57935945-2328186443868576-8712393648731324416-n

ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯმა“  გურჯაანში, ახტალის პარკში განახლებული მობილური კლინიკა გახსნა. როგორც „ოფთალმიჯში“ აცხადებენ, მოძრავი საოპერაციო-სადიაგნოსტიკო ბლოკი შეიქმნა 2000  წელს და დღესდღეობით, ერთადერთია ქვეყანაში. 20 წლის მანძილზე მობილურმა კლინიკამ რამდენჯერმე მოიარა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი, ჩატარდა ათი ათასობით ოფთალმოლოგიური ოპერაცია და პაციენტს აღარ უხდება თავისი საცხოვრებლი ადგილიდან შორს წასვლა, მაღალი ხარისხის ოფთალმოლოგიური მომსახურების მისაღებად.

ამჯერად, შპს თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“, კახეთის რეგიონის მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ჩართულობით, განახორციელებს თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები/რეგისტრირებულ პირთათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას და მხარდაჭერას. კერძოდ, 1 წლის განმავლობაში, მობილური კლინიკის გამოყენებით, ზემოხსენებულ რეგიონებში, ჩატარდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული კატარაქტის ოპერაციები.

ასევე, გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდი დააფინანსებს ჩატარებული ოპერაციის ნარჩენ ღირებულებას 50%-ის ოდენობით და ამასთანავე, პაციენტებს უსასყიდლოდ გადასცემს ოპერაციის შემდგომი პერიოდის მედიკამენტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები