LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზარეულობა დავიწყე, „იუთუბს“ ვუყურებ, სხვადასხვა კერძს ვამზადებ და ოჯახის წევრებს ვუმასპინძლდები“ – სტეფანე

17
92127301-210600570365291-8371234045538861056-n

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ ონლაინ სტუმარია სტეფანე  მღებრიშვილი. სტეფანემ გიგა ბატკუაშვილის საავტორო რუბრიკაში მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

როგორ ატარებ თვითიზლაციის პერიოდს და ზოგადად, რას ფიქრობ იმ მოვლენებზე რაც ახლა ხდება?

როგორც ჩვეულებრივი ადამიანები ირთობენ თავს, მეც ასევე ვიქცევი. პირველ დღეებში სოციალურ ქსელში უფრო ბევრს ვსქროლავდი, თავიც კი მტკიოდა.

სულ მიკვირს, მსოფლიოს ყველა არხი გადასცემს და საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, ჩვენთან კი არსებობს კატეგორია, რომლისთვისაც სულერთია და სახლში არ რჩება. ამ ადამიანებს არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ. ჩვენ კურორტზე კი არ გაგვაგზავნეს დასასვენებლად,  ეს აუცილებელია. იმის გამო, რომ ადამიანს სახლში ყოფნა არ შეუძლია,  შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაშიც იტალიის მსგავსი რამ დატრიალდეს. როდესაც ზრდასრული და მდგრადი ფსიქიკის მქონე ადამიანი არ ხარ, არ შემიძლია და მორჩა, – ეს არგუმენტი არ არის.

ჯერ უნდა დაველოდოთ, უმუშევრობის გამო, წინ ძალიან სერიოზული ფინანსური კრიზისი გველის, ბევრი პრობლემის წინაშე ვართ და ერთმანეთს მხარი უნდა ავუბათ. უნდა ვიყოთ სახლში, იმისთვის, რომ გადავრჩეთ.

აი მე, მაგალითად მზარეულობა დავიწყე, „იუთუბს“ ვუყურებ, სხვადასხვა კერძს ვამზადებ და ოჯახის წევრებს ვუმასპინძლდები.

რაც ჩემს შემოქმედებით კარიერას შეეხება, ოღონდ დაგვანებოს თავი კორონამ და თუ გინდათ, სიმღერას საერთოდ თავს დავანებებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები