LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა საჭმელში მარილის ნაცვლად, შემთხვევით პესტიციდი ჩაყარა – რა მოხდა ხაშურში

2596
BeFunky-collage (4)

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში ოჯახის რამდენიმე წევრი მოიწამლა. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

გამოცემა ექიმის კომენტარზე დაყრდნობით წერს, რომ ისინი პესტიციდებით მოიწამლნენ.

“ეს პიროვნებები პესტიციდებით იყვნენ მოწამლულები. როგორც შემდეგ გაირკვა, ოჯახის ერთ-ერთ წევრს საჭმელში მარილის მაგივრად შემთხვევით პესტიციდი ჩაუყრია”, – განმარტავს ექიმი გამოცემასთან.

“ფორტუნას” სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ბრიგადამ ხაშურის საავადმყოფოში “ახალი კლინიკა” 4 პაციენტი გადაიყვანა სტაბილური მდგომარეობით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები