LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჯახის სიწმინდე ქართული და ევროპული ღირებულებაა და ანტიევროპული ღირებულება არის ლგბტ პროპაგანდა“ – გურამ მაჭარაშვილი

174
გურამ მაჭარაშვილი

მმართველი გუნდი „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს. კონსტიტუციურ კანონის პროექტს დღეს ქუთაისში განიხილავენ.

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ „ოჯახის სიწმინდე ქართული და ევროპული ღირებულებაა და ანტიევროპული ღირებულება არის ლგბტ პროპაგანდა“.

„გვინდა, რომ კონსტიტუციაში იყოს ისეთი ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას აკრძალავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ოჯახის ინსტიტუტი დაცული იქნება“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

„ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. ქუთაისის შემდეგ, განხილვები ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში.

„ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივას უმრავლესობის 83 დეპუტატი აწერს ხელს.

პარლამენტში მათი ინიციატივით „ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილია მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი და ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით – „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

მანჯგალაძე: „ქართული ოცნება“ 2000-წლოვან ქრისტიანულ ქვეყანას ეუბნება, რომ „ჩვენ თუ არ დაგიცავით, გარყვნილება წაგლეკავთ“ – ეს პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლების პიარი“

mazda magti 5g