ოჯახში ძალადობის ბრალდებით ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი და მისი ძმა დააკავეს.
სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, პოლიციელ იაკობ ბლუაშვილს ცოლის, მის ძმას კი რძლის ცემაში ედება ბრალი.
შსს-ის ინფორმაციით, შემთხვევა ცხრა აპრილს მოხდა, 11 აპრილს კი ორივე მათგანი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 13 აპრილს შეეფარდათ.
სისხლის სამართლის საქმეს 126 პრიმა მუხლით აწარმოებს, სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი.