LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახში ძალადობის გამო 2019 წელს 10 266 შემაკავებელი ორდერი გამოიცა

164
Capture

2019 წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ფაქტზე, წინა წელთან შედარებით 2620-ით მეტი, 10 266 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ხელისუფლებამ პარლამენტს წლიური ანგარიშში წარუდგინა, სადაც ცალსახაა, რომ წინა წლებთან შედარებით 2019 წელს მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა, ასევე შესაბამისი უწყება ეფექტურად რეაგირებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე.

“აღნიშნულს ადასტურებს გამოძიების დაწყების, დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემის, გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობის ზრდა და ორდერების დარღვევის მაჩვენებლის შემცირება. კერძოდ, 2019 წელს, ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოიცა 10 266 შემაკავებელი ორდერი, (2018 წელს − 7646 შემაკავებელი ორდერი), ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 6186 ფაქტზე (2018 წელს − 5621). 2020 წლის პირველ კვარტალში, ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოიცა – 2 714 შემაკავებელი ორდერი (2019 წლის ანალოგიური პერიოდში − 2727 შემაკავებელი ორდერი), ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 1 551 ფაქტზე (2019 წლის ანალოგიურ პერიოდში − 1825)” – აღნიშნულია წლიურ ანგარიშში.

magti 5g