საოჯახო კაფე „კულინარია 7“ სტუმრებს მყუდრო გარემოსა და მრავალფეროვან კერძებს სთავაზობს.
როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას კაფეს დირექტორმა აღნიშნა, „კულინარია 7“ გათვლილია ნებისმიერი ასაკის ადამიანზე, უფრო მეტიც, მისივე თქმით, ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ ოჯახები, რომლებიც უამრავ გემრიელ და რაც მთავარია, ნატურალურ კერძს აგემოვნებენ.
ამას გარდა, კაფეში დასვენება საუკთესო გადაწყვეტილებაა, რადგან მრავალფეროვანი მენიუს დაგემოვნების გარდა, წყნარ მუსიკასაც მოუსმენთ.
„მყუდრო გარემო და გემრიელი კერძები, სწორედ ამას ვთავაზობთ ჩვენთან მოსულ სტუმრებს“, – აღნიშნა დირექტორმა.
შესაძლებლობა გაქვთ დააგემოვნოთ: ფრანგული შუ, ფიტნეს სალათები, ნატურალური ხილის კომპოტი და უამრავი სხვა.
„კულინარია 7“ ფალიაშვილის N7 ნომერში მდებარეობს.