39 წლის ტოპ-მოდელი, ალესანდრა ამბროსიო უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში პაპარაცების ობიექტივში არაერთხელ მოექცა. გასულ კვირას ის მალდივებზე, საკუთარ საცურაო კოსტიუმების ბრენდს აპიარებდა, შემდეგ კი ლოს-ანჯელესის ქუჩებში პანტერას პრინტიანი პირბადით გამოჩნდა.
მუდამ მოდური - ალესანდრა ამბროსიო საყიდლებზე ლეოპარდის პრინტიანი ნიღბით
„ვიქტორიას სიკრეტის“ ანგელოზი ყოველდღიურ ტანისამოსში იყო გამოწყობილი, სპორტული შარვალი და მაისური, აღნიშნულ ლუქს კი მოდელმა ლეოპარდის პრინტიანი პირბადე შეუხამა
ახლა მოდელი ოჯახური სეირნობისას შენიშნეს. ის შეყვარებულთან, ნიკოლო ოდისთან, შვილებთან – 11 წლის ქალიშვილთან, 9 წლის ვაჟთან და ძაღლებთან ერთად სეირნობდა.
ალესანდრამ არჩევანი თეთრ შარვალსა და ზედაზე შეაჩერა და „რეიბანის“ სათვალე მოირგო.