ოჯახური ძალადობა კახეთში – თელავის მუნიციპალიტეტში ქმარი მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“აღენიშნებოდა დაზიანებები ძირითადად, შუბლის მიდამოში და კიდურზე, ჩაუტარდა შესაბამისი ქირურგიული დახმარება და გაწერილია ბინაზე, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება არ აღენიშნებოდა”, – აცხადებს თელავის რეფერალურ საავადმყოფოს ხელმძღვანელი ხათუნა ჭონიაშვილი Gurjaanitv-სთან საუბარში.