LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახური კონფლიქტის დროს გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის საქმეზე, გურჯაანის სასამართლო დღეს იმსჯელებს

104
გურჯაანის სასამართლო

ოჯახური კონფლიქტის დროს გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის საქმეზე, გურჯაანის სასამართლო დღეს იმსჯელებს. 

დაკავებულს ყვარლის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი გუშინ წარუდგინეს. ბრალდებულის ადვოკატის, მინარი მურღვაშვილის ინფორმაციით, მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული რვა თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

შეგახსენებთ, რომ ოჯახური კონფლიქტი გუშინწინ მოხდა, რა დროსაც მამაკაცმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 8 თვის შვილი კი, რომელიც ამ დროს დედას ხელში ეჭირა, გონების დაკარგვის შემდეგ გარდაიცვალა.. მომხდარზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

 

mazda magti 5g