300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ოკამის სატუმბი სადგურის სარეაბილიტაციო პროექტი.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, აშენდა ახალი სატუმბი სადგური ტუმბო აგრეგატებით. აღდგა ძველი არსებული კაშხალი, წყალმიმღები ჭა, რეზევუარი, კაშხლისა და სატუმბ სადგურის შორის არსებული კედელი. ჩატარებული სარეაბილიტაციო პროექტის შედეგად მუნიციპალიტეტში 4 სოფლის – ოკამის, ქარცების, აფნიასა და გოგაშენის მოსახლეობა ისარგებლებს აღდგენილი საირიგაციო მომსახურებით.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 444 444 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
2012 წლიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო სისტემების 10 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 6 740 ჰექტრამდეა გაზრდილი.