LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოხანაშვილი: დეოლოგარქიზაციაზე უკრაინული კანონის ყველა ძირითადი პრინციპი უნდა იყოს გადმოტანილი – ივანიშვილი ამ კანონით ოლიგარქად არ მიიჩნევა

104
ბიძინა და ოხანაშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული კანონის ყველა ძირითადი პრინციპი უნდა იყოს გადმოტანილი. დეპუტატის თქმით, ყოფილი პრემიერი და პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ამ კანონით იქიდან გამომდინარე, რომ ამ პარამეტრებში არ ჯდება, ოლიგარქად არ მიიჩნევა.

დასმულ კითხვაზე, იქიდან გამომდინარე, რომ კანონის კოპირებას არ გეგმავენ და უნდა მოარგონ ქართულ რეალობას, ასევე კონტექსტიც შესაძლოა განსხვავებული იყოს, ხომ არ გეგმავს „ქართული ოცნება“ მის მიერ შემუშავებული ვარიანტი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს, ოხანაშვილმა უპასუხა, რომ ეს ლოგიკური არ იქნება.

„ეს კანონი ევროკომისიამ მოიწონა უკრაინასთან მიმართებით და არის მოთხოვნა მის იმპლემენტაციაზე, ამიტომ ყოველგვარი სპეკულაციები რომ გამოვრიცხოთ, სამუშაო ჯგუფმა მიზნად დაისახა ამ კანონის ქართულ შესაბამისობასთან მორგება. ამასთანავე, იქნებ ვენეციის კომისიამ უკრაინულ მოდელზე დასკვნა დადოს, რომელიც ვენეციის კომისიაშია გადაგზავნილია (უკრაინის მიერ).

კონტექსტი და პრინციპები არის ყველგან ერთი და იგივე, როცა საუბარია გარკვეული გავლენების შესუსტებაზე და რისკების პრევენციაზე. იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინას აქვს უკვე გაგზავნილი, იგივე მოდელის ჩვენი მხრიდან მეორედ გაგზავნა არ არის ლოგიკური. ყველა ძირითადი პრინციპი უნდა იყოს გადმოტანილი, ვინაიდან, არ აღმოჩნდეს შემდგომ, რომ ისეთი საკითხები შევიტანეთ, რაც ვენეციის კომისიისთვის თუ ევროკომისიისთვის არ იქნება მისაღები

ევროკომისიამ არ გაიზიარა ევროპარლამენტის პოზიცია და ის საკითხს უყურებს სისტემურად. ყველა ვინც საუბრობს სუბიექტებზე, ბიძინა ივანიშვილზე, ეს არის ევროკომისიის საწინააღმდეგო პოზიცია. ჩვენ კი არ ვამბობთ ამას რომ ეს მათ [სააკაშვილი, კეზერაშვილი და ხაზარაძე] შეეხება, ამას ვამბობთ უკრაინული კანონის პრინციპებზე დაფუძნებით.

უკრაინული კანონის პრინციპები პირდაპირ თავსებადია ამ პირებთან, ვინც დაასახელეთ, ეს ადამიანები ამ კანონით მიიჩნევიან ოლიგარქებად, ბიძინა ივანიშვილი, ამ კანონით იქიდან გამომდინარე, რომ ამ პარამეტრებში არ ჯდება, ოლიგარქად არ მიიჩნევა.“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, დეოლიგარქიზაციის სამუშაო ჯგუფს ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g