LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოხანაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს: „თქვენ სართულების მთვლელი ხართ თუ ვინ ხართ?! – თანამდებობრივად სულ მცირე უნდა ხვდებოდეთ, სად ხართ მოსული – ბატონი რომანის უნიჭო ხუმრობას აჰყევით“

158
ანრი ოხანაშვილი და გიორგი მსხილაძე

„თქვენ სართულების მთვლელი ხართ თუ ვინ ხართ?! – თანამდებობრივად სულ მცირე უნდა ხვდებოდეთ, სად ხართ მოსული“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს მიმართა, რომელმაც პარლამენტში დაადასტურა, რომ პრეზიდენტის ვეტო რიგით მეხუთეა და ამ რიცხვს ვერ გამოტოვებდნენ, „ისევე როგორც ანრი ოხანაშვილი ვერ გამოტოვებდა მეხუთე სართულს, რომელზეც ცხოვრობს“.

ოხანაშვილმა მსხილაძეს მოუწოდა, დეპუტატთა კონკრეტულ კითხვებს უპასუხოს, თავად კი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს მიმართა შეკითხვით, რას ფიქრობს პრეზიდენტის არჩევა 6 თვის ან ერთი წლის ვადით რომ ხდებოდეს.

„დაგისვით კონკრეტული კითხვა და ამ კითხვაზე პასუხის ნაცვლად, ყველაფერზე ილაპარაკეთ – მგონი, დაგავიწყდათ ვისი წარმომადგენელი ხართ!

პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

თან ბატონი რომანის უნიჭო ხუმრობას აჰყევით – თქვენ სართულების მთვლელი ხართ თუ ვინ ხართ?! – თანამდებობრივად სულ მცირე უნდა ხვდებოდეთ, სად ხართ მოსული და დეპუტატის დასმულ კითხვას გასცეთ პასუხი“. – მიმართა მსხილაძეს ანრი ოხანაშვილმა.

პრემიერი პრეზიდენტის ვეტოზე: „ეს არის მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კიდევ ერთი გაგრძელება, ერთ-ერთი დავალება, ვეტო დაძლეული იქნება“

ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g