სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილიდან სამუშაოები განაახლეს.
ადგილობრივები „ფორტუნასთან“ ამბობენ, რომ საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროები იმყოფებიან და რკინის კონსტრუქციას ამონტაჟებენ. ისინი ნიღბებით გადაადგილდებიან.
სამუშაოები სავარაუდოდ სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, ხურვალეთთან გუშინ დაიწყო.
“პირველი არხი” სამუშაოების მიმდინარეობის ვიდეოსაც ავრცელებს.
