LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტები უფრო მეტ ადამიანს იტაცებენ, ვიდრე ჩვენ ვიცით – ქაცარავა ხელისუფლებას ადანაშაულებს

150
დავით-ქაცარავა-ანტისაოკუპაციო-მოძრაობა-ძალა-ერთობაშია

“ძალა ერთობაშია”-ს დამფუძნებელი და აქტივისტი დათო ქაცარავა შიდა ქართლიდან ოკუპანტების მიერ გატაცებულ მოქალაქეებზე წერს. ის იხსენებს იმ ფაქტებს, რომელიც 2020 წელს  გავრცელდა და ამბობს, რომ რეალური სურათი კიდევ უფრო მძიმეა.

მედიით გავრცელდა გატაცებების შვიდი შემთხვევა:

  • 23 თებერვალი – 17 წლის მოზარდი ალეკო შიუკაშვილი, გატაცების ადგილი კირბალი, გაათავისუფლეს იმავე დღეს,
  • 27 თებერვალი, სოფელი აძვი, ელდარ გუნდიშვილი, გაიტაცეს და ავტომატის კონდახებით სცემეს,
  • 5 მარტი – ბერშუეთიდან ქალი გაიტაცეს, მეორე დღეს გაათავისუფლეს, უცნობია, რა პირობით,
  • 17 აპრილი – ცოლ-ქმარი, დათა პაპას შვილიშვილი და რძალი გაიტაცეს, განაცხადეს, რომ საკარანტინე ზონაში გადაჰყავთ,
  • 21 ივნისი, ახალუბანი, 66 წლის ჯუმბერ ფსიტიძის გატაცება, გაათავისუფლეს იმავე დღეს,
  • 3 ივლისი, მეჯვრისხევი, ხვიჩა მღებრიშვილის გატაცება, ამ დრომდე ტყვეობაშია.
  • 11 ივლისი, ქვემო ჭალა, ზაზა გახელაძე დაჭრეს და გაიტაცეს, ამ დრომდე ტყვეობაშია.

 

“ეს ის გატაცებებია, რომლებიც გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი 2020 წლის 1 იანვრიდან 15 ივლისის პერიოდში.

ალბათ გაინტერესებთ, სინამდვილეში დროის ამ მონაკვეთში რამდენი გატაცება იყო შიდა ქართლში?

25 გატაცება”, – წერს დათო ქაცარავა. მისი თქმით, დანარჩენი გატაცებების ამბის დამალვა ხელისუფლების დამსახურებაა.

ქაცარავა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მატყუარა და პრო-რუსულია.

“რატომ არაფერი ვიცით დანარჩენი 18 გატაცების შესახებ? აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვაა, რომელზეც პასუხი ისევ მთავრობის კოლაბორაციონისტული, პრორუსული პოლიტიკაა.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ:

 1. მაქსიმალურად ლოიალურ ნიშნულზე შეინარჩუნოს მოსახლეობის განწყობა რუსი ოკუპანტების მიმართ

  1. შექმნას და შეინარჩუნოს ინფორმაციული ვაკუუმი მიმდინარე, აბსოლუტურად წამგებიანარგაღიზიანების პოლიტიკასთანმიმართებაში.
  2. რუს ოკუპანტებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას მათი აგრესიული და ანტიქართული მოქმედებების განხორციელებაში.

მიზეზების ჩამოთვლა შესაძლებელია გაგრძელდეს, მაგრამ ფაქტი, რომელსაც ვერსად გავურბივართ, გახლავთ ის, რომ ხელისუფლება საზოგადოებას ატყუებს, უმალავს იმ მძიმე რეალობას, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში არსებობს.

ხელისუფლებას არ აქვს ნება, გამოასწოროს სიტუაცია კონფლიქტის ზონაში და დაიცვას მოსახლეობა.

ჩვენ გვყავს მატყუარა, კოლაბორაციონისტი, პრო-რუსული მთავრობა!” – წერს აქტივისტი.

Fortuna.ge აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. კითხვაზე რამდენად შეესაბამება ქაცარავას მიერ გავრცელებული ციფრები სიმართლეს და რეალურად რამდენი ადამიანია გატაცებული ე.წ. სასაზღვრო ზოლიდან, პასუხს ამ დრომდე ველით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები