მტერმა ჩერნიგოვის ოლქში სამხედრო ქალაქი დესნა დაბომბა, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ჩაუსი იუწყება.
„დილით მტერმა დასახლება დესნაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. წინასწარი ინფორმაციით, გვყავს დაღუპულები და ბევრი დაჭრილი“, – აცხადებს გუბერნატორი.
ვიაჩესლავ ჩაუსის თქმით, დაბომბვის ადგილზე მაშველები მუშაობენ და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.