LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა გორის რაიონში 2 ადამიანი დააკავეს

121

ოკუპანტებმა კიდევ 2 ქართველი გაიტაცეს. შემთხვევა გორის რაიონის სოფელ ქერესთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ლევან ლაფაჩი და გურამ კოლოტაშვილი, ღვთისმშობლის ეკლესიაში იყვნენ წასული მოსალოცად, როდესაც ისინი ოკუპანტებმა დააკავეს.

საქართველოს მოქალაქეები, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს. სავარაუდოდ, ისინი კვლავ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

მომხდარის შესახებ უკვე ეცნობა სამართალდამცავებსა და ევრომონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს.

magti 5g