რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქში, 33 წლის უკრაინელი ქალი გააუპატიურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო Telegram არხზე ავრცელებს.
როგორც უკრაინელი ქალი ამბობს, მთვრალმა რუსებმა ჯერ მის ქმარს ესროლეს საკუთარი სახლის ეზოში. ამ დროს ქალის 4 წლის შვილი სახლში იმყოფებოდა და ერთ-ერთ ოთახში იმალებოდა.
ამის შემდეგ ოკუპანტებმა ქალს გაშიშვლება აიძულეს.
უკრაინელ ქალზე რუსი ოკუპანტები იარაღის მუქარით, რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობდნენ სექსუალურად.
მას შემდეგ კი რაც მოძალადეებს ჩაეძინათ ქალი ბავშვთან ერთად, ფეხით გაიქცა, რადგან რუსებს ოჯახის მანქანაც უკვე დაცხრილული ჰყავდათ.
ამჟამად, 33 წლის ქალი შვილთან ერთად უსაფრთხოდაა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში